logo
ENG


გამყრელიძე: ქვეყანაში ძალიან არის მომატებული მობილობა, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით
  • 657ნახვები

ქვეყანაში ძალიან არის მომატებული მობილობა ძალიან ბევრი ფაქტორს გამო, ამიტომ, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდი, ოქტომბრის დასაწყისში 30-ს ქვემოთ ვიყავით. მით უმეტეს, როდესაც ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი... 

მოგეხსენებათ, ივლისში გვქონდა ყოველდღიური აცრის საშუალო 7569, აგვისტოში ეს ავიდა 23 480-ზე, სექტემბერში გვქონდა 19 119 და სამწუხაროდ, ოქტომბერში ჩამოვედით 5687-ზე, რაც ძალიან ცუდია. ამ პანდემიას შეაკავებს ერთადერთი რამე - მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური აცრა. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა