logo
ENG


გამყრელიძე: თუ რამე წამახალისებელი ან შემზღუდველი ღონისძება არ იქნა, აცრები აღარ გაიზრდება
  • 1379ნახვები

საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ.

ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%. ჩვენთვის ეს 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ანუ, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება და თუ რაღაც ძლიერი წამახალისებელი ან სხვა შემზღუდველი ღონისძიებები არ იქნა შემოღებული, სამწუხაროდ, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, ორჯერადად აცრულია მოზრდილი მოსახლეობის 32,9%.



ასევე ნახეთ
close დახურვა