logo
ENG


გაბუნია ვაქცინაციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა
  • 695ნახვები

მოწოდება არასამთავრობო სექტორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ძლიერ მოქმედი ინსტრუმენტი დადებით გადაწყვეტილებაზე [ვაქცინაციისთვის], ეს უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთთან მიმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას დღეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა, მაგალითად ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც ჭირდებოდათ, მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. ეს არის კიდევ ერთი მნიშნველოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში

 

ამბობს თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 3 469 აცრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა