სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება, ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება. დიდი ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ ეს ასე ვთქვათ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება, იმიტომ რომ ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა. აქედან გამომდინარე, ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. სამწუხაროდ ხედავთ, რომ დაკლებაც, რომ არის იკლებს რაზე - 2000-3000 მდე ჩამოდის, არა ისე როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე, გასაგებია იმიტომ, რომ შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს.
თქვა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 ადამიანი, დაფიქსირდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა.