logo
ENG


ბასილაია: რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს
  • 623ნახვები

რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები და გაავრცელო კადრები იმისთვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია - ეს დანაშაულია.

რეალურად, 30 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება.

პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა