საერთოდ არ მინდა ვინმე შიმშილობდეს. მართლა საშინელებაა, უყურებ ადამიანი როგორ სუსტდება, ამ განცდით იმდუღრები..
ელენე, ძალიან, ძალიან გვჭირდება გარეთ, ძლიერი და ენერგიული როგორიც არის. მაგრამ იმდენად ურყევია გადაწყვეტილებაში, რომ ვერც ვერავინ ეტყვის გადამწყვეტად. ყველამ იცის, რა შემართება აქვს და რა პრინციპულია.
მაგრამ აქ ვეტყვი ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ ..
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდით ელენე ხოშტარიას მიმართავს. დროას ლიდერი მე-5 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს.