ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს - ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია! ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ.
ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად! და ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა!
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში. არამედ სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების.
ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლობოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდენ, არ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ გროშად არ ქრთამავდნენ. ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროპის დროშებს არ წვავდნენ.
ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა!
ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მონათა კლანი! რომ ყოველ დღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები! ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სამსახურს!
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.