ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობაზე და უტიფრობაზე ბევრად უფრო მეტია. როცა ხელისუფლებაში ხარ და შენ მიერვე შექმნილ პრობლემას პოლიტიკური დევნის გამო, ზემოდან ცეცხლზე ნავთს ასხამ ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯით, პოლიტიკური პატიმრის, სააკაშვილის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანით მისი პოლიტიკური დამცირებისთვის და ამ საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო გამოწვევისთვის. ეს არის უზარმაზარი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ყველა მოქალაქის წინაშე.
ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.