logo
ENG


ხოშტარია: ის, რაც ვიხილეთ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის სისასტიკე ყველა მოქალაქის მიმართ
  • 1413ნახვები

მე ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ სასაცილოა დღეს ლაპარაკი, რომ ისინი არღვევენ კანონს. მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ კანონი დაიცვან, ამას ღიად გვეუბნებიან. ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დიდი სისასტიკით გაკეთებული და ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ.

შეიძლება ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მას ეხება, შეიძლება საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო ჰგონია, რომ რაღაცნაირად არ ეხება ეს ემოცია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს გაგიკეთებს.

ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ის პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოტყუებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა