logo
ENG


მელია: არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა უარესი
ნიკა მელია
09 ნოე, 2021 19:44
მელია: არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა უარესი
  • 1514ნახვები

დასაკარგი არ გვაქვს არცერთი საათი. ნომერ პირველი მიზანია მიშას გადაყვანა სამოქალაქო დაწესებულებაში. რითიც ელენე ხოშტარიას მძიმე მდგომარეობას უკვე პასუხი გაეცემა და ელენეც შეწყვეტს შიმშილობას. 

მისი მდგომარეობა არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა.

 

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა