logo
ENG


მელია: ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა
ნიკა მელია
13 ნოე, 2021 20:24
მელია: ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა
  • 1152ნახვები

ჩვენზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი. ვიქნებით აქტიურები მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ რწმენისკენ, რამაც ეს დღეები ჩვენ შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა. წინ კიდევ ბევრი, მძიმე ბრძოლა გველოდება. იცოდეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსიც ან პოლიტიკურად აქტიური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტნი უნდა გამოხვიდეთ. დღეს სიყვარულის მტკიცება სახელმწიფოსადმი, ერისადმი, სიმბოლოებისადმი - მტკიცდება ქუჩაში. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, სხვა გზა არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ. ასე უწყვეტად და ურყევად. 

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა