logo
ENG


მელია: ქუჩაში გამოსული მოქალაქე ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთის დროშამ აქ არ იფრიალოს
ნიკა მელია
13 ნოე, 2021 20:53
მელია: ქუჩაში გამოსული მოქალაქე ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთის დროშამ აქ არ იფრიალოს
  • 888ნახვები

თითოეული, ქუჩაში გამოსული არაძალადობრივად მოქმედი საქართველოს მოქალაქე ნიშნავს იმას, რომ ეს შერყეული რეჟიმი ჩამოინგრევა. ამაზე მეტად რა უნდა მოხდეს იცით?! აი საქართველოს დროშა უნდა ჩამოიხსნას და რუსეთის ფედერაციის დროშა აფრიალდეს, ან აქ უნდა დაინახოთ რუსული ჩექმა ჯარისკაცის ან ტანკი... ამ ადამიანებმა დღეს გვითხრეს, რომ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირის ვწყვეტთო... ჩემი თხოვნაა, მივმართავ მთელ საქართველოს - გადამწყვეტ ფაზაშია შესული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლა. სახელმწიფო ჩვენ მალე ან გვექნება ან არ გვექნება. მაგრამ გვექნება თუ არ დავიღლებით, და თითოეული ჩვენგანი მომდევნო აქციებზე ერთ დამატებით ადამიანს წამოვიყვანთ. აღარ კმარა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, აღარ კმარა ჩუმი, მდუმარე მხარდაჭერა და ნერვიულობა. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რუსეთის დროშამ აქ არ იფრიალოს.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა