logo
ENG


დეკანოზი ჭიღლაძე: ეროვნული გენოციდი მოგვიწყო კრემლმა ბიძინა-ბორიას ხელით
  • 4507ნახვები

მონათა ქვეყანა...მიშა მომაკვდავია, არ ვიცი თუ გადარჩება...

საქართველო რუსეთის ნაწილია უკვე, ევროპის პოლიტელიტა ღიად აცხადებს უკვე, იმას რასაც მე პირადად უკვე სამი წელია დავრწუნდი და ვყვიროდი, ყვიროდა ოპოზიცია და არაერთი თანამემამულე, ვისაც ჭკუა მოეკითხება...

ფრენდლისტის ნაწილი არაფერს იმჩნევს, სრული ედემ-წალკოტია მათ კედელზე... ესენი მეზიზღებიან უკვე, მხდალი და ფეხებზემკიდია ხალხი არ იმსახურებს არც პატივისცემას, არც სიყვარულს, არც თავისუფალ, აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რადგან ამის მიღწევას მოქალაქეთა ბრძოლა სჭირდება და გარედან ან ზეციდან არავინ მოგართმევს აშენებულ ქვეყანას ლანგრით.

მიდიან ქართველები ემიგრაციაში, რომ თავს უშველონ ფიზიკურად, მათი შვილების 90 პროცენტი უკვე ასიმილირებული-გადაჯიშებულია. თუ ქვეყანას არ ეშველა და სატანურ ოცნებას თავი ვერ დააღწია, ხვალ-ზეგ უფრო მეტი ქართველი გაიქცევა ემიგრაციაში. მოკლედ, ეროვნული გენოციდი მოგვიწყო კრემლმა ბიძინა-ბორიას ხელით. ალბათ ვიმსახურებდით ეროვნული სიბრიყვის და უვარგისობის მასშტაბების გათვალისწინებით.

ჩემმა ძვირფასმა მაიამ (Maia Orjonikidze) დაწერა დღეს, ქვეყნის გადარჩენაზე უკვე აღარ ვფიქრობ, მიშა მაინც გადარჩესო, მაგრამ განა აქვს კი მიშასთვის მის სიცოცხლეს ფასი, თუ ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად წაგებულია??? განა ის ილია ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას გზას არ აგრძელებს??? განა გმირებს არ კლავენ საქართველოში?! გმირი ხომ მხოლოდ მითოსში და ისტორიის ფურცლებზე უყვართ ქართველებს??? აბა, ცოცხალი რომელი გმირი გაახარა ამ უჯიშო მოდგმამ, მიშა რომ გაახარონ??? ესენი ხომ კრიმინალები არიან და ტოტალური კრიმინალის აღკვეთას ვერ პატიობენ მიშას?! ხოდა ეროვნულმა კრიმინალმა რუსეთთან ერთად შური იძია გმირზე. დაე, ისევ 2003 წლის 23 ნოემბრამდელ წყვდიადში და სიბნელეში დაინთქნენ, მეტის ღირსები არ არიან ეს უმადური და ეგოისტი ხალხი.

P.S. ხო, მართლა, პროევროპელო, პროამერიკელო ქოცებო, ასეთებიც ხომ არსებობდით, რას ფიქრობთ დღეს, თუ უკვე შეიცვალეთ კურსი რუსეთისაკენ, ან იქნებ კიდევ ვერ გალღვა თქვენი ტვინები რეალობის გასაცნობიერებლად?!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა