logo
ENG


დეკანოიძე სააკაშვილზე: ახლა მთავარია გადარჩეს
  • 890ნახვები

ახლა მთავარია გადარჩეს, მთავარია რეაბილიტაციის კურსი გაიაროს სრული, მე ვერ გეტყვით როგორია გორის ჰოსპიტალი, არ ვიცი მისი შესაძლებლობები, მაგრამ ის რაც ვიცი არის ის, რომ ჩვენ ვენდობით ექიმებს და ყველა იმ დასკვნას, რომელსაც აკეთებენ ექიმები. ვერ გეტყვით [რატომ გაკეთდა შეთავაზება და არ გადაიყვანეს] ახლა მე არ შემიძლია პოლიტიკური მკითხაობა, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე. მისი სიცოცხლე უნდა გადარჩეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გორის სამედიცინო ცენტრი არის კარგად აღჭურვილი, მთავარია ნევროლოგიური მიმართულებით იყოს ყველანაირი აპარატურა, რაც არის საჭირო მისთვის. ამიტომ ჩვენ, ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც ავიღეთ, პროტესტების არ გამართვაზე მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვიზიარებთ სრულად. 

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა რატი ბრეგაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა