მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე, ჰოდა "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო" (ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ ). მოკლედ, ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა, ისე, როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! "რეინკარნირებას" აპირებს - სურვილი აქვს, ზუსტად, აი ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის (სასაცილო და "ძველი" ილეთებია). დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.
დაწერა პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქზე.