logo
ENG


ღარიბაშვილი: ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას
  • 763ნახვები

არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა და ტენდენციები არის შემაშფოთებელი, ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები, შევაჩვიეთ, შევაგუეთ, უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო, იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, ეს არის შემაშფოთებელი და ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული ქმედითი ნაბიჯები...

[...]  ჩვენ მოქალაქეები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, გავიმეორებ, შევაგუეთ, შევაჩვიეთ ამ სიღარიბეს და უმოქმედობას, ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას ახალ სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამას წარუდგენს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა