logo
ENG


ღარიბაშვილი: ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ
  • 2038ნახვები

დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან დავიწყოთ ახალი პროგრამა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად რეალობას შეცვლის და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, ეს რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმეკვირიანი პროგრამები, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას ახალ სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამას წარუდგენს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა