logo
ENG


ბურჯანაძე: დღეს განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ
  • 1402ნახვები

ვითარება არის ის, რომ ხალხს აღარ უნდა ასე ცხოვრება და ხელისუფლებას არაფრის შეცვლა და უკეთესის შეთავაზება არ შეუძლია. [დღეს] განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ის სამი ლიდერი, რომელიც იყო მაშინ, ან ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ. ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით იმას, რომ ძალიან ხშირი კამათის, ხშირი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, შევქმენით ერთობა, ერთიანობა, რომელსაც მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკური ძალებიც. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია, გარდა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის მომხრეებისა, იყო ერთ მხარეს, ვარდების რევოლუციის მხარეს. ჩვენ ძალიან კოორდინირებულად და გამბედავად ვმოქმედებდით. [ახლა], ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფრის განმეორება შეუძლებელია, ბოლო ბოლო ბურჯანაძე აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე.

 

ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა