logo
ENG


ცერცვაძე: ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი
  • 960ნახვები

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე...

უნდა მიეცეს მწვანე პასპორტი მათ, ვისაც ბოლო ექვს თვეში აქვს გადატანილი კოვიდ, მაგრამ მეორე მხარეც არის უკმაყოფილო. თუ ეს შემოიღეს, მაგრამ უკმაყოფილო დარჩებიან ისინი, ვინც გადაიტანეს კოვიდი და ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ გაფართოებული უფლებები, არ უნდათ რომ ჰქონდეთ შეზღუდული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი, მაგრამ ეს იქნება თავის მოტყუება. ამიტომ ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა, ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი და ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შევამციროთ მაღალი სიკვდილობა.

ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა. რაც შეეხება უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის ამოქმედება უნდა მოხდეს, ამაზე რთულია ლაპარაკი. მოლებში არა, რადგან ადამიანი ძალიან დიდხანს არ რჩება, ის მოძრაობს და თუ დააკვირდებით, მოლებში ყველაზე კარგად იცავენ პირბადის ტარების წესს. მოლებში მე, ფაქტობრივად, უპირბადოდ ადამიანი არ მინახავს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რთულია, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკრიმინაციას, რომ ადამიანი ვერ იმგზავრებს ტრანსპორტით, ასე რომ ჯერ მივეჩვიოთ იმ ჩამონათვალს, რომელიც არის

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. ცნობისთვის, ე.წ. მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა