logo
ENG


ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ
  • 1856ნახვები

ძალიან ბევრი მუტაციებია, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ხდება ვირუსის ადამიანის ორგანიზმში შეღწევა. ის, რაც ყველას გვაინტერესებს ახალ შტამის მიმართ, ჯერ უცნობია ეს არის, ვრცელდება თუ არა ის უფრო სწრაფად და მარტივად, ვიდრე დელტა შტამი, იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს და მეტ სიკვდილობას, ვიდრე დელტა შტამი, მგრძნობიარეა თუ არა ვაცქინებისა და მონოკლონური ანტისხეულების მიმართ, როგორც დელტა, თუ მასზე ნაკლებად მოქმედებს ვაქცინა და მონოკლონური ანტისხეულები. ეს მაჩვენებლები ჯერ უცნობია, ვინაიდან ცოტაა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, შეესწავლათ. უბრალოდ მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან მას აქვს დიდი რაოდენობა მუტაციების სწორედ იმ პროტეინში, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები და მონოკლონური ანტისხეულებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, მათ შორის საქართველოშიც.

არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არც ერთ ქვეყანაში, ჯერ 99% ყველა შემთხვევების მოდის დელტაზე. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ, თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა