logo
ENG


სააკაშვილი: მიზეზი, რატომ ვარ აქ - მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო
  • 1249ნახვები

აქ ვარ იმიტომ... თქვენ იცით, რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ვარ, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, ყველა მინისტრი, გენპროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო რადამ, ესაა კანონი მიწის საკუთრებაზე კანონთა მთელი კრებული.

აქვს სამშენებლო ნებართვების შესახებ რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, ელექტროენერგიის შესახებ და წასვლის წინ დავუტოვე უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში გვქონდა და გაუუქმა ამ მთავრობამ. მე უკრაინაში მეკავა მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, იფსოსის გამოკითხვით ვიყავი პირველ ადგილზე, ვის ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად. მინიმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე.

არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად როგორც ვიყავი უკრაინაში, სახლიც მქონდა კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს, მაგალითად ამას წინ მექსიკაში წავიკითხე ლექცია საგადასახადო კოდექსზე, ამგვარად მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური.

ალბათ, ბევრი იტყვის რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ყველა ზემოხსენებულზე - ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის მინიმალური. არის ყველაფერზე მეტი ის რაც მე მამოძრავებს, მიზეზი თუ რატომ ვარ აქ და ეს არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო.

თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა