logo
ENG


ჩხაიძე: იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ომიკრონი პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს
ივანე ჩხაიძე
11 დეკ, 2021 23:07
ჩხაიძე: იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ომიკრონი პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს
  • 1066ნახვები

ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ომიკრონი გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს. სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ის [ომიკრონი] ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდი ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. მართალია, ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სფეროზე

განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა