logo
ENG


კობახიძე: შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, შეფასდეს პარტიების წარსული
  • 325ნახვები

ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა და სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, და ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან... უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული და პირველ რიგში იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც ჩვენ ნაც.მოძრაობამ გამოგვატარა და რომლის მსხვერპლიც იყო ათეულობით ათასი ადამიანი, რომელსაც წაართვეს ქონება, აწამეს, მედია წაართვეს. თუ არ იქნება სამართლიანობა, ვერ მოხდება ვერანაირი შერიგება

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა