logo
ENG


მიტროპოლიტი იოანე ეროვნულ თანხმობაზე: მკვლელობა მკვლელობაა, ვინც ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს
  • 1309ნახვები

მოჩვენებთი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ უნდა ვიყოთ გულახდილები. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ ტერმინებზე: მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს, ვინც ჩაიდინა. აღიაროს,  რომ მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს. ვინ? - ვინც იყო მკვლელი. თქვენ არ იცით, ვინ იყო მკვლელი? ადამიანს აქვს 10 ჭრილობა მიყენებული და შიშველი, კლდიდან გადავარდნილი - მე მეკითხებით, ვინ არის მკვლელი? [...] ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე? დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა? ვინ ააფეთქა, მე თუ თქვენ? ააფეთქა იმან, ვისაც არ უნდოდა, გარკვეულიყო მისი მკვლელობა. 

თქვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ჟურნალისტებთან ეროვნული თანხმობის შესახებ ლაპარაკისას. 13 დეკემბერს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა თქვა, რომ შერიგებისთვის "ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ". 



ასევე ნახეთ
close დახურვა