რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ აიღებდა 30-40%-ს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ, რომ იყო რაღაც სენტიმენტები, ყოფილი მმართველი ძალა როცა არის, ეს რაღაცები მუშაობს. ჰოდა, სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება.
შევაფასოთ გინდა ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის, მაგრამ მთავარია რაღაცა შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე, როგორც ასეთი, მაგრამ შერიგების წინაპირობა უნდა იყოს, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. თუ არ უნდათ ეს ყველაფერი, ჩვენ ინიციატორები არ ვართ.
თქვა ქართული ოცნების თამჯდომარე ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ეროვნულ თანხმობაზე საუბრისას.