logo
ENG


კობახიძე 5 ივლისზე: სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ეს გამოწვევა
  • 784ნახვები

მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს, მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ.

ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, რიცხოვნობასაც არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის. დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია თუ რა არის, ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ყოველწლიურად ექნება მას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მცდელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში 5 ივლისზე საუბრისას. თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე მოძალადე ჰომოფობები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და გამვლელებს. ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა