logo
ENG


სააკაშვილი: დასავლეთს დაცვის სურვილი გაუჩნდება, თუ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის
  • 595ნახვები

ევროატლანტიკურ მყარ კურსს არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ახლა საქართველო არ მიდის არსაით ე.ი. მიდის რუსეთში. რუსეთმა ჩანერგა თავის წარმომადგენლები ჩვენს სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში. ყველგან სახელმწიფო აპარატში და ეკლესიის ნაწილშიც კი.

ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი.

უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად - ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის.

საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ.

ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს



ასევე ნახეთ
close დახურვა