logo
ENG


მშვენიერაძე ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე: ლონდა თოლორაიას "დასჯაა"
  • 683ნახვები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როცა იქმნებოდა, თავიდანვე მხარს ვუჭერდი ცალ-ცალკე შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავების სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძებდა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც პირადი საიდუმლოების დაცვაზე იმუშავებდა.

მაშინ კატეგორიულად არ სურდა ხელისუფლებას ამის გაკეთება და არც გააკეთა.
დღეს, როდესაც ეს უწყება, მისი ბოლო დროინდელი "თამამი" გადაწყვეტილებების გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა (მათ შორის იძიებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს), ნაჩქარევად, თავად ინსპექტორის სამსახურთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, მისი დაშლის შესახებ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული ანონსი და მომზადებული კანონპროექტი, ლონდა თოლორაიას "დასჯაა" იმის გამო, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად რომ ასრულებდა.

ამავდროულად, ეს არის გამაფრთხილებელი გზავნილი იმ გამომძიებლებისთვის, ვინც ზემოხსენებულ საქმეებს იძიებენ, რომ მათ მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლებათ და თავს გაუფრთხილდნენ.

წერს Facebook-ზე იურისტი გიორგი მშვენიერაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიაციატივასთან დაკავშირებით. იდეა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა