logo
ENG


სააკაშვილი: სოლიდარობა წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ
  • 684ნახვები

ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ. ეს ხალხი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს.

მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!

წერს Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მოსამართლემ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს 4, ხოლო ელდარ ანთაძეს 5 წლით პატიმრობა შეუფარდა. ჯამში 7 ადამიანია დაკავებული.



ასევე ნახეთ
close დახურვა