logo
ENG


ღარიბაშვილი: წარმატებული წელი იყო, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 5 მლნ ვაქცინა
  • 781ნახვები

დღეს, თუ შევაფასებთ სად ვართ და შევაფასებთ, როგორ განვვლეთ ეს პერიოდი, ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ მართლა წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას მივეცით არჩევანის საშუალება და მილიონი ადამიანი საკუთარი ნება-სურვილით აიცრა, უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. მოვიგეთ არჩევნები, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში. ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში, დავასრულეთ ეს პოლიტიკური, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ყველა კითხვა მოიხსნა, მათ შორის, შესაძლო თეორიულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა