logo
ENG


თოლორაია ოცნებას: მე სამშობიაროდან პროექტს ვწერ სამსახურის გაძლიერებაზე, თქვენ - გაუქმებაზე
  • 1044ნახვები

დეკემბრის დასაწყისიდან ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე არ მინდოდა, რომ საქართველოს პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ გაეგო კანცელარიიდან. მოვიწერე მეილი პარლამენტში, რომ გთხოვთ შემხვდეთ-თქო. 8 თუ 9 დეკემბერი იყო. პასუხს ვიღებდი, რომ დაკავებულები ვართ, დღეს ხვალ შევხვდეთო. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა და ა.შ. და თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, არამედ სამსახურს მთლიანად აუქმებს. 

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე პირადად მე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე, ელემენტარული, ალბათ მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, "ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ" და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და უნდა გეთქვათ - "ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ". 

ასე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ქართული ოცნების წევრებს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა