სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა. წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს არც ამას აქვს. ვწუხვარ.
წერს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფეისბუქის გვერდზე.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.