logo
ENG


კობახიძე: პრემიერი თოლორაიას სთავაზობს თანამდებობას, აქ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება
  • 795ნახვები

ლონდა თოლორაია თითქმის სამი წელია იკავებს ამ თანამდებობას, ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილები არიან ამ თანამშრომლობით და ასევე პრემიერმა გააკეთა ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით განცხადება და მას შესთავაზა კონკრეტული პოზიცია სახელმწიფო სამსახურში. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი და სწორედ შსს-დან გადავიდა ამ ახალ უწყებაში.

როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების თანამშრომლების მიერ, როგორც ხელმძღვანელის, ასევე სხვა თანამშრომლების მიერ. აქედან გამომდინარე, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც პრობლემები. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

 



ასევე ნახეთ
close დახურვა