logo
ENG


სააკაშვილი: სცენიდან მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი, ჩემი უმცროსი შვილი
  • 28708ნახვები

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი.

დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.

2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა