logo
ENG


გამყრელიძე: შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ
  • 518ნახვები

შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ. თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება ომიკრონზე და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ომიკრონის ცირკულაციის პროცენტი დადებით შემთხვევებში არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში. რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.  

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. 11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა