"[დღეს] 900-ზე მეტი"ომიკრონის" შემთხვევა დავასახელე, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად, თუმცა, რეალური რაოდენობა დაახლოებით 45 პროცენტია მოცირკულირე და დადებით შემთხვევებში... ანუ თუ ვიტყვით, რომ დღეს დილით გვქონდა 5484 შემთხვევა, რეალურად გვქონდა მისი 45% ომიკრონის შტამი. აქედან 60 პროცენტი მოდის თბილისზე და 30% რეგიონებზე, მაგრამ ისეთი სწრაფი დინამიკით მიდის, რომ ალბათ ერთი კვირის თავზე ავა 70-80 პროცენტის ფარგლებში. მთლიან დადებითობაში უკვე "ომიკრონი" გვექნება.
ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.