logo
ENG


ცერცვაძე: ომიკრონი შედარებით მსუბუქია, მაგრამ შემთხვევების ზრდა მეტ სიკვდილობას იწვევს
  • 481ნახვები

ომიკრონი დელტაზე და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა. ჩვენთან შემთხვევები არ გასამმაგებულა, მაგრამ იქითკენ მივდივართ. იგი 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე დელტას შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს - ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს. ომიკრონს კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ. შედარებით მსუბუქია, მაგრამ დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების ხარჯზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა