logo
ENG


კლიმენკო: ერთ რეგიონში ვართ, ვერავინ გადგება გვერდზე - იმედია, ყველა დაუჭერს მხარს უკრაინას
  • 849ნახვები

მიუხედავად დისკუსიებისა და ზოგჯერ, დავუშვათ, უთანხმოებისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, გავლენას იქონიებს ჩვენ გარშემო მყოფ ყველა ქვეყანაზე და არამხოლოდ მათზე. მიუხედავად პოლიტიკური დისკუსიებისა და პოლიტიკური იდეოლოგიისა, იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას, ეს იქნება პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით.

ჩვენ ვიმყოფებით ერთ რეგიონში. ვერავინ აირიდებს თავიდან, ვერავინ გადგება გვერდზე. უკრაინა დიდი ქვეყანაა, 40-მილიონიანი მოსახლეობით და თუ ომი დაიწყება, ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანას დაუდგება მნიშვნელოვანი შედეგები ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვადასხვა ასპექტებში. იმედი მაქვს, აღნიშნული არ მოხდება.

ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი იულია კლიმენკო ფორმულას გადაცემა კომენტარში საუბრისას. [მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა