logo
ENG


ხოშტარია: პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით
  • 993ნახვები
ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის.
 
ჩვენ კი არ უნდა გვასწავლოს "ოცნებამ", რომ გავალთ, წამოვალთ, დაგვავიწყდება. უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ, 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.
 
წულუკიანი რასაც კულტურის სფეროში აკეთებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.
 
არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით.
 
მე პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები, დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც!

ელენე ხოშტარია ისნის მეტროში პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა