logo
ENG


გამყრელიძე: დღეს რომ 15 000-ზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ
  • 1052ნახვები

დადებითობის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებშია, დღეს რომ 15 000-ზე მეტი [შემთხვევა] დაფიქსირებული, რეალურად 3-ჯერ, 4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის სწორედ ის კლინიკური ფორმები, რომელიც თითქმის უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს, ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს.

ეს ადამიანები, რაც მთავარია უნდა იყვნენ სახლში. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ გეწყება სიმპტომები - ხველა თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა. 90%-ში ცირკულირებს ომიკრონი და დიდი ალბათობით ეს არის ომიკრონი. უნდა იყოთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და შემდგომ ოჯახის ექიმის საშუალებით მართოთ ის მდგომარეობა, რაც გექნებათ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა