რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. [...]
ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. "ოცნების" და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!
NDI-ის კვლევის ბოლო შედეგების შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.