logo
ENG


კანდელაკი: უმოქმედობით მთავრობა მომავალში დეოკუპაციის საკითხს დააზიანებს
  • 575ნახვები

უმოქმედობით მთავრობა დააზიანებს მომავალში საქართველოს დეოკუპაციის საკითხს, მათ შორის დევნილთა უძრავი ქონებების საკითხს, როცა ეს შესაძლებლობის ფანჯარა მომავალში გაიხსნება, მაშინ დღევანდელი პასიურობის გამო შეიძლება ეს ფანჯარა გამოუყენებელი დარჩეს და დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარასოდეს აღარ იყოს აქტუალური. 

თუ საქართველომ ახლა არ გამოიჩინა აქტიურობა უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კიევში პრემიერმინისტრის ვიზიტს, არამედ უკრაინასთან ერთად ერთობლივ მოქმედებას, თუ ეს არ გააკეთა საქართველომ, ამით მთავრობა დააზიანებს მომავალში საქართველოს დეოკუპაციის საკითხს, მათ შორის დევნილთა უძრავი ქონებების საკითხს.

როცა ამ შესაძლებლობის ფანჯარა მომავალში გაიხსნება, დღევანდელი პასიურობის გამო შეიძლება ეს ფანჯარა გამოუყენებელი დარჩეს და დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარასოდეს აღარ იყოს აქტუალური, ახლა პასიურობა უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, მომავალში დეოკუპაციაზე, დევნილთა დაბრუნებაზე, მათი ქონების დაბრუნებაზე ხელის აღებას, ესაა რეალობა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ვაფასებთ მთავრობის მოქმედება უმოქმედობის საკითხს, ახლა მოქმედებად ჩაითვლება უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე უკრაინასთან ერთად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე. 

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა