logo
ENG


ცერცვაძე: შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა
  • 1586ნახვები

შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, ზოგადად პანდემიის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არამხოლოდ გარდაცვალების ზოგადი მაღალი რიცხვი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა 1.5-ზე მეტი.

კლინიკებში მოხვედრილებიც დავითვალეთ და ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილობა არის 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში საშუალო სიკვდილობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს - კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს ყოფილა გაზრდილი სიკვდილობის მიზეზი.

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა