logo
ENG


ჰარცელი: მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიცია, მოქმედებისთვის მზაობის გამოხატვაც
კარლ ჰარცელი
31 იან, 2022 16:38
ჰარცელი: მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიცია, მოქმედებისთვის მზაობის გამოხატვაც
  • 616ნახვები

როგორც იცით, ახლა არის გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და დანარჩენი რეგიონისთვის, ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ევროკავშირისთვის. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამეორება, ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის.

ევროკავშირმა გამოხატა ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ უკრაინის მიმართ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა იმუშაოს სიტუაციის დეესკალაციისთვის, ფუნდამენტური პრინციპების დაცვით. პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის ჩვენება. მე ვნახე ეს საქართველოშიც, როგორც ხელისუფლების, ისე ინდივიდუალური პირების მხრიდან.

მე მივესალმები რეზოლუციის პროექტის შემუშავებას პარლამენტში.

მნიშვნელოვანია, გამოხატო ორივე, პრინციპებიც და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. როგორი ფორმულირება იქნება ამისთვის საუკეთესო, ეს პარლამენტარებისა და პარლამენტის საქმეა, ამაზე მათ უნდა იმსჯელონ. მე ამაზე კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ.

თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა