საქართველომ უკვე გამოცადა რუსეთის შემოჭრა, რუსეთის აგრესია და მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველო ნამდვილად არ იღებს იმ გარანტიებს, რომელიც ნატოს წევრობამ შეიძლება უზრუნველყოს.
მანამდე ვთქვი, რომ გაოცებული ვიყავი - საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრ პოზიციას არ იკავებდა თავისი უახლოესი პარტნიორის, უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს გასაზიარებელი. მნიშვნელოვანია საქართველო უჭერდეს მხარს პრინციპებს - საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის საშუალებას და რუსეთს გაუგზავნოს გზავნილი, რომ იგი არ მიიღებს ასეთი ტიპის იძულებას, ბულინგს რუსეთის მხრიდან იმის დამუქრებით, რომ მოხდება შეჭრა და დაპყრობა სუვერენული ქვეყნის.
ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ფორმულას გადაცემა კომენტარში.
[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]