logo
ENG


დეკანოიძე რეზოლუციაზე: როგორც პარლამენტის წევრი და მოქალაქე, შინაგანად დამცირებულიც ვარ
  • 417ნახვები

დღეს ამ პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკებები იყო რაიმე სახის სიფრთხილიდან გამომდინარე. ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული. ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი. ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკდიებულება ქართული ოცნების მხრიდან. 

აქ ამოვიტანე ორი დროშა. ამაყი ვარ, რომ ამ ორივე დროშას ვემსახურებოდი და ვემსახურები. ეს იყო უკრაინაში და საქართველოში. მომიწია ფრონტის ხაზზე ყოფნა, დაღუპული მეომრების და მათი ოჯახების ინტერესების დაცვა. მე დღეს როგორც პარლამენტის წევრი და მოქალაქე, შინაგანად, არამხოლოდ დისკომფორტით, არამედ დამცირებულიც ვარ საქართველოს პარლამენტის პოზიციით. უკრაინელებს აქვთ გამოთქმა, ეს არის ганьба. ამ სიტყვას უკრაინელები ხშირად უწოდებენ ხოლმე მოქმედებებს, რომელიც ყველაზე უღირსია. ეს უღირსი მოქმედება არის ის, რომ ნამდვილად სირცხვილია რეზოლუციის ტექსტში ჩვენ არ ჩავწეროთ რუსეთის ფედერაცია. ганьба მეგობრებო. 

 

თქვა ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა