logo
ENG


მელია: ვისურვებდი, რომ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც
ნიკა მელია
04 თებ, 2022 12:27
მელია: ვისურვებდი, რომ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც
  • 750ნახვები

მე ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად დღეს კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

მე ვფიქრობ, რომ ქართული ოპოზიციის აქტიურობამ ამ მიმართულებით ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინა უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ. წარმოუდგენელია, ბევრს ალბათ არც სჯეროდა, რომ შესაძლებელია, რუსეთი ძალიან ახლოს ყოფილიყო უკრაინაზე თავდასხმისთვის და აგრესიულ მზადყოფნაში მოეყვანა ასიათასობით რუსი ჯარისკაცი და საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღო. მიუხედავად ყველაფრისა, ბევრ მოქალაქეს ეს ალბათ ძნელად წარმოედგინა. 

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. დროას, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წარმომადგენლები კიევში გაემგზავრნენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა