logo
ENG


პუტინი ზელენსკის: მოგწონს, არ მოგწონს - ითმინე, ჩემო ლამაზო
  • 1673ნახვები

რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, ცოცხალია თუ არა და აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ დაიცავენ, ხან ამბობენ, რომ ეს ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. "მოგწონს, არ მოგწონს - ითმინე, ჩემო ლამაზო". უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე ის უკრაინის საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. მინსკის შეთანხმებაზე საუბრისას, პუტინმა რუსული საშაირო გამონათქვამი გამოიყენა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა