logo
ENG


მელია: დავტოვე ყოვლისშემძლის განცდა, რომ შემიძლია, 1.5 საათში გავათავისუფლო სააკაშვილი
ნიკა მელია
09 თებ, 2022 01:05
მელია: დავტოვე ყოვლისშემძლის განცდა, რომ შემიძლია, 1.5 საათში გავათავისუფლო სააკაშვილი
  • 2460ნახვები

ვაცნობიერებ, რომ ბოლო წლებში დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ვარ ყოვლისშემძლე, რომ შემიძლია, საათნახევარში გავათავისუფლო მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და ამ იმედგაცრუების და წყენის სუბლიმაცია არის ის, რაც ხდება ახლა საზოგადოების ნაწილში. მაგრამ მე ცოცხალ ადამიანებს არ ვ იცნობ ასეთებს, სოციალურ ქსელში კი ბატონო.

მე რომ პარტიისთვის ცუდი მინდოდეს, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს და მსოფლიოში ვერავინ მომედავება, რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ უი, იქ რაღაც 300 ადამიანი ხართ, რომელიც უკმაყოფილო ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მოდით, პარტიის რიგით წევრად დავრჩები. თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? მხარდაჭერა გაიზრდება? თუ რა შეიცვლება?

თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში ენმ-ის მხარდამჭერების ნაწილის მხრიდან მის უკმაყოფილების შესახებ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა