logo
ENG


წულუკიანი: იულონ გაგოშიძე, მისი ოჯახური კლანი ფიქრობს, რომ ეროვნული მუზეუმი მათი "ბუტკაა"
  • 1701ნახვები

ადამიანების ერთი ნაწილი, რომლებსაც არ მოსწონთ ის ცვლილებები, რომელიც კულტურის სამინისტროში მე-10 თვეა მიმდინარეობს, ორ ჯგუფად იყოფა. ერთი არის ჯგუფი, რომელსაც შემიძლია გავუგო, ესაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ხელოვნებათმცოდნე, ან სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, საბჭოელი მენტალიტეტით, მეცნიერი იულონ გაგოშიძე, მისი ოჯახური კლანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეროვნული მუზეუმი არის მათი ბუტკა და ა.შ. მე მათი მესმის, რადგან პოლიტიკაში ჩაბმული და ანგაჟირებული ადამიანები არიან.

არის კიდევ უფრო მძიმედ გასაგები მცირე ჯგუფი, ვინც არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, მაგრამ არის რადიკალიზმით შეპყრობილი და ფიქრობს, რომ რასაც ის ფიქრობს, ისაა მართალი. თუნდაც, ის რამდენიმე ხელოვნებათმცოდნე, ვინც მე მიკრძალავდა, რომ გელათის კედლის მხატვრობაზე გადაუდებელი სამუშაოები ჩატარებულიყო. 

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ინტერვიუსას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა